მილიარდერი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი მესამედ გახდნენ მშობლები. ინფორმაციას თავად მასკი ადასტურებს.
უმცროს შვილს წყვილმა მასკის ერთ-ერთი ტექნოლოგიის საპატივცემულოდ Tau Techno Mechanicus დაარქვა. უფროსი შვილების სახელია X Æ A-Xii, Exa Dark Sideræl Musk.
მასკი და გრაიმსი 2021 წლის სექტემბერში დაშორდნენ. 2021 წლის დეკემბერში სუროგაციის გზით მათ მეორე შვილი შეეძინათ.
ილონ მასკს წინა ურთიერთობიდან ხუთი შვილი ჰყავს – ტყუპები გრიფინი და ვივიანი, სამი ტყუპი დემიენი, სექსონი და კაი. გრაიმსის სამივე შვილის მამა მასკია.
"აშშ-ს შობადობის პრობლემები აქვს, მე ჩემი წვლილი შემაქვს ამ პრობლემის გადასაჭრელად". – განაცხადა მასკმა.
მილიარდერმა და კანადელმა მომღერალმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. დაშორების მიუხედავად გრაიმსი მას "საუკეთესო მეგობრად და ცხოვრების სიყვარულად" მიიჩნევს.