ახლახან მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა, სადაც ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალი 3 პრიზის მფლობელი გახდა. ფილმმა ფესტივალის მთავარი ჯილდოც მოიპოვა.
მიშკოლცის კინოფესტივალის ჟიურის განცხადებით, რომელსაც ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ჟან-მარკ ბარი ხელმძღვანელობდა, ელენე ნავერიანის ნამუშევარი განსაკუთრებული სიცხადით, ჰუმანურობითა და თხრობის სტილით გამოირჩევა. ჟიურიმ ფილმს შესანიშნავი რეჟისორული და კინემატოგრაფიული ნამუშევარი უწოდა და მსახიობ ეკატერინე ჩავლეიშვილის დასამახსოვრებელ შესრულებასაც ხაზი გაუსვა.
გარდა ამისა, მიშკოლცის კინოფესტივალზე ელენე ნავერიანმა CICAE-ის ჟიურის პრიზი მოიპოვა. რეჟისორმა ასევე მიიღო ჟიურის ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში.