ლიბია წყალდიდობის შედეგებს ებრძვის. დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ოფიციალური პირები ელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მაშველები სულ მცირე, 10 000-ს ადამიანს ეძებენ. წყალდიდობამ კაშხლები და შენობები დაანგრია, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი კი სრულად გაანადგურა.