საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ქუთაისისა და ბათუმის ციხეებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ამ დროისთვის რაიმე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა ბუნტია დაიწყეს.