გამოცემა “უკრაინსკაი პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ თუ უკრაინა ზავის შესახებ გამოაცხადებს, პუტინი პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შეიჭრება, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ „გადაყლაპავს“. სააკაშვილის შეფასებით, საქართველოსა და უკრაინაში ფერადი რევოლუციების შემდეგ, პუტინმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს მოწამლვაში სწორედ პუტინს ადანაშაულებს. გარდა ამისა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კრემლის მიერ მართული ე.წ. „მეხუთე კოლონა“ საქართველოს 2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში ადანაშაულებდა.