ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ერთ ქალაქში, დერნაში 1000-ზე მეტია. Reuters-ის ინფორმაციით, დერნას დიდი ნაწილი, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 100 000-ს ადამიანს შეადგენს, ორი კაშხლისა და ოთხი ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, წყლითაა დაფარული. ამასთან, „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში 10 000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალია. ლიბიაში გაამნაგდურებელი წყალდიდობა ქარიშხალმა „დანიელმა“ გამოიწვია.