უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩაატარა, რომლის დროს ფრონტზე შექმნილი ვითარება განიხილეს. უკრიანის პრეზინდეტის თქმით, სხდომის ფარგლებში კონტრშეტევის გეგმის დეტალები განიხილეს. მისი თქმით, ყურადღება ასევე მოწინააღმდეგის საპასუხო მოქმედებებზე მომზადებას მათ შორის, სიმაგრეების აგებასა და შესაბამის უბნებზე სამხედროების გაძლიერებას დაეთმო. ზელენსკიმ ქვეყნის დამცველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.