საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთი მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალი მსჯავრდებულია.