უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ქართული პოლიტიკური სპექტრის არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ეს განცხადება ლოგიკურია და “ქართული ოცნების” პრორუსულ მმართველობას ეხმიანება. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილის მტკიცებით კი, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი პოდოლიაკის გადასაწყვეტი არ არის. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას კრიტიკულად აფასებენ მმართველ გუნდშიც. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც უკრაინაში ადამიანები იხოცებიან, ქვეყნის პირველ პირებს, საქართველოს მომავალზე სასაუბროდ არ უნდა ეცალოთ.