ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება იქნება. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების 12 და უკანონო ბორდერიზაციის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.