სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ ჯეონ ჰა-კიუს განცხადებით, ოფიციალური სეული ყურადღებით აკვირდება, გამართავენ თუ არა ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი მოლაპარაკებებს იარაღის მიწოდებასა და ტექნოლოგიების გადაცემაზე. მისი თქმით, კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს დილით დიდი რაოდენობით სამხედრო პირის თანხლებით ჩავიდა. იქამდე კი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, სადაც 10-13 სექტებერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი იმართება.