პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინულ აგროიმპორტთან დაკავშირებით, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“. მისი თქმით, როდესაც მეზობელ ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა პოლონელებმა მათ „საკუთარი გულები და სახლები გაუღეს", მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები დაცული იქნება. პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრის შემდეგაც გააგრძელოს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აკრძალვის ცალმხრივი გაგრძელება საერთო ბაზრის წესებს და უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას დაარღვევს.