სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ამის პარალელურად პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილავენ პარტია ლელოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხმა ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რას აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და რა პასუხი აქვთ ანზორ ჩუბინიძის განცხადებაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.