229 ათასზე მეტი ადამიანი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“. ანუ საქართველოში მსესხებლების 11,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ფარავენ. უფრო კონკრეტულად კი, 2023 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 229 406 მსესხებელს აქვს, კონტრაქტების რაოდენობა კი 456 279-ს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 900 ათას ადამიანს აქვს, ჯამში 41 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82% საბანკო სექტორზე მოდის, ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების მხოლოდ 7.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 112 147 ადამიანია. ამასთან, ეროვნული ბანკი მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი 775 098 ადამიანია, ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 141 654 მსესხებელს უფიქსირდება. კიდევ 21 854 ადამიანს სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 709 ადამიანს უფიქსირდება.