საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2,2-ჯერ აღემატება. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა მილიარდ 72 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი იანვარ-ივნისში 2 მილიარდ 367 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფულადი გზავნილები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მაგალითად, 2022 წელს საქართველოში განხორციელდა 2 მილიარდ 97 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი 4 მილიარდ 372 მილიონი დოლარი შეადგინა.