დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა მოსკოვის გარშემო არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეცვალა, რათა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან ქალაქის დაცვა უფრო ეფექტურად შეძლოს.
„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა დედაქალაქის გარშემო ახლო და საშუალო მოქმედების რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გადაახალისა. ეს გაკეთდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან უფრო ეფექტური დაცვის მიზნით, რადგან აღნიშნული თავდასხმები ქალაქზე თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „პანცირ-С1“ ამაღლებულ კოშკურებზე და პანდუსებზე განათავსეს, მანამდე კი, აღნიშნული თვითმავალი დანადგარები საოფისე შენობებისა და სახელმწიფო დაწესებულებების სახურავებზე დააყენეს.
„თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემას დრონების ტიპის აპარატების აღმოჩენას და ჩამოგდების საშუალებას მისცემს. მაგრამ, სავარაუდოდ, ამის მიზეზი საზოგადოების დარწმუნებაც არის იმაში, რომ ხელისუფლება საფრთხეს აკონტროლებს", - მიაჩნიათ ბრიტანულ დაზვერვაში.