საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი იყო.