სამხრეთ ჩინეთში სტიქიის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

სამხრეთ ჩინეთში სტიქიის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

2023-09-12 10:56:09+04:00

მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად, სამხრეთ ჩინეთში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. როიტერსის ინფორმაციით, კოკისპირულმა წვიმამ 100-ზე მეტი მეწყერი გამოიწვია, წყალდიდობა კი დაახლოებით 1 360 მოსახლეს შეეხო, დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ტაიფუნები, რომლებიც ჩინეთს ურტყამს, უფრო ინტენსიური ხდება, რაც ქალაქებში წყალდიდობის რისკს ქმნის.