20 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში იუვენტუსი უდინეზეს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. სამატჩო განაცხადში იყო, პოლ პოგბა, რომელსაც არ უთამაშია, მაგრამ როგორც წესია განაცხადში მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა აღმოჩნდეს დოპინგ კონტროლზე და სწორედ ამ წესის გამო მოუწია პოგბასაც დოპინგ - ტესტის ჩაბარებაც. სტუმართა ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ტესტი ჩააგდო, რაც ახლა გახდა ცნობილი - მის ანალიზში ტესტოსტერონის კვალი აღმოჩნდა.
მართალია, ამ შეხვედრაში პოგბას არ უთამაშია, მაგრამ 30 წლის პოგბა მატჩის განაცხადში იყო, ხოლო ამის შემდეგ ჩემპიონატის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახლა ხელახალ ტესტზეა დამოკიდებული პოგბას ბედი. მას მერე, რაც პოლი მანჩესტერ იუნაიტედიდან იუვენტუსში დაბრუნდა, მას ძალიან ცუდი სერია აქვს, ის ხშირად ტრავმიანობს. პოგბას უახლოეს პერიოდში განმეორებითი ტესტის ჩაბარება მოუწევს, თუ ფრანგს ვარსკვლავს კვლავ დაუფიქსირდება ტესტოსტერონის კვალი ამ შემთხვევაში ის 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. პოგბას მიმართ უკვე დაწყებულია გამოძიება: თუ აკრძალული პრეპარატი შეგნებულად გამოიყენა, დისკვალიფიკაციამ, შესაძლოა, ოთხი წელი შეადგინოს.