პლანეტა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის პირველი ექსპერიმენტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ნასას“ ექსპერიმენტის მიზანი წითელ პლანეტაზე ასტრონავტების დასახმარებლად ჟანგბადის გამოყოფა იყო.
მიკროტალღური ღუმელის ზომის მოწყობილობას „მოქსი“ ჰქვია.
ექსპერიმენტი ორი წლის წინ დაიწყო. „მოქსიმ“ ამ დრომდე 122 გრამი ჟანგბადი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რასაც პატარა ძაღლი 10 საათის განმავლობაში მოიხმარს. „ნასას თქმით, ინსტრუმენტი მარსზე არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის.
შედეგად, „მოქსი“ საათში 12 გრამ ჟანგბადს აწარმოებდა, რაც 98 პროცენტით მეტია იმ მიზანსა და მოლოდინზე, რაც „ნასას“ ინსტრუმენტის გაგზავნისასა ჰქონდა. 7 აგვისტოს „მოქსიმ“ პლანეტაზე მუშაობის ციკლი დაასრულა.