ლეგენდარული დისტოპიური საგა შიმშილის თამაშები ახალი ფილმით სულ რამდენიმე თვეში ბრუნდება! სანამ შემოდგომის მიწურულს The Ballad of Songbirds & Snakes-ს (ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე) ვიხილავდეთ, კინოკომპანიამ უკვე გაავრცელა მისი პირველი ტრეილერი და ახლა უკვე ახალი პოსტერები მთავარი გმირების ფოტოებით, რაც მეტ წარმოდგენას გვიქმნის ფილმის საერთო განწყობასა და პერსონაჟების ხასიათზე.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე შიმშილის თამაშების ერთგვარი წინაისტორიაა, რადგან მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე, ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს (მომავალი პრეზიდენტი სნოუს) გარშემო ვითარდება.
ფილმი პრეზიდენტი სნოუს ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს - როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად. მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის კორიოლანუსს მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსის მენტორად ირჩევენ. სწორედ მას შემდეგ ვითარდება ნაწარმოებში მოქმედება. ის კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება.
ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები შეასრულებენ, მაგალითად, ოსკაროსანი ვაიოლა დევისი, რომელიც მთავარ ბოროტმოქმედს, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების შემქმნელ დოქტორ ვოლიუმნია გალს განასახიერებს. ასევე, Euphoria-ის ვარსკვლავი ჰანტერ შაფერი, რომელიც ფილმში კორიოლანუსის ბიძაშვილისა და მესაიდუმლის, ტიგრის სნოუს, როლს ასრულებს. მათთან ერთად მთავარ როლებს ტომ ბლითი და რეიჩელ ზეგლერი მოირგებენ.