რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან, ჩჟან გოცინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პუტინის თქმით, ის ფაქტი, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ხელახლა არჩევის შემდეგ, მარტში პირველი ვიზიტით რუსეთს ეწვია, ქვეყნებს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო ისტორიულ დონეზე მეტყველებს.
"ეს არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ, ბოლო წლებში, აბსოლუტურად უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია. ამ მუშაობას ერთად გავაგრძელებთ", - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა, რომელიც ვლადივოსტოკში მიმდინარეობს.