ქარიშხალმა "დანიელმა" ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია და რამდენიმე ქალაქში ათობით უბანი დატბორა. მედიის ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა ქალაქ დერნაში გამოიწვია, სადაც ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. დერნა კატასტროფის ზონად გამოცხადდა. აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.