პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ შეფასებების მთავარი საგანია. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, მნიშვნელოვანია პროკურატურამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს და დასაბუთდეს ,რა სახსრებით მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარტერული რეისით ამერიკაში გამგზავრება. მათი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ოპოზიციურ წრეში ჯერ ერთიანობა არ არსებობს, რის გამოც პარლამენტში 50 დეპუტატის მოგროვება შეუძლებელია. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უნდობლობას გამოიწვევს როგორც საზოგადოების, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.