მთავრობის ახალი ინიციატივები - ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გამოცხადდეს ამნისტია საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეხება. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი სტიპენდია ორმაგდება - 5000-ი წარჩინებული სტუდენტიდან თითოეული დღეიდან 300 ლარს მიიღებს.