პოლიტიკურ ნაწილში განცხადებაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლად, მათ შორის ლევან დავითაშვილსაც ასახელებდნენ. როგორც მან აღნიშნა, სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია.