საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინება გადაეგზავნა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი ხელს აწერს. იმპიჩმენტის საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტებია, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.