კიევში ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. ანალენა ბერბოკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება უკრაინაში რუსეთის ომის გამოა საჭირო. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინას შეუძლია ბერლინის იმედი ჰქონდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ომის დაწყების შემდეგ მეოთხედ სტუმრობს.