საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10% -მდე შემცირდა - ამის შესახებ DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ. საბჭოს წევრებმა, აღნიშნული მოდელის გაფართოების საჭიროებაზე იმსჯელეს. DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის.