229 ათასზე მეტი ადამიანი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“. მხოლოდ აგვისტოს მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 933 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82% საბანკო სექტორზე მოდის. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 112 147 ადამიანს უკავშირდება. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი 775 ათასზე მეტი ადამიანია. ხოლო 21 854 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 700-ზე მეტ ადამიანს უფიქსირდება.