დღეს დილით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ყველას თავისუფლებას იცავს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას მომავალშიც მხარს დაუჭერს. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ბერბოკის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბერბოკი ქვეყანას უკვე მეოთხედ ეწვია.