იუნიორთა შორის სტამბულის გრან პრის მესამე ეტაპის გამარჯვებული ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტი გახდა.
სპორტულ წყვილებს შორის თავისუფალ და მოკლე პროგრამაში ქართველების დუეტმა წარმატებულად იასპარეზეს. მათ ორი პროგრამის ჯამში 181 ქულაზე მეტი დააგროვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
სადებიუტო გამოსვლის შემდეგ ქართული დუეტი სპორტული წყვილების სეგმენტში ტურნირის უკონკურენტო წყვილი გახდა.