კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ისტორიაში პირველად - გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში გერმანიამ სერბეთი დრამატულ ბრძლაში 83:77 დაამარცხა.
პირველი ნახევარი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი თანაბარი სიზუსტით ისროდა, შეტევა შეტევაზე მიმდინარეობდა და გუნდებს განსაკუთრებულად უჭირდათ დაცვაში თამაში, რაც მსოლელების კარგი შედეგითაც აისახა. საბოლოოდ ორი მეოთხედის შემდეგ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში 47:47 დაფიქსირდა.
მესამე მეოთხედში, სერბეთი შედარებით სუსტად გამოიყურებოდა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე იმოქმედა. სერბებს გააზრებული შეტევა უჭირდათ, რაც გერმანიის მხირდან დაცვაში აგრესიული და კარგი თამაშით იყო განპირობებული. საბოლოოდ გერმანიამ ფინალის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 12 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
ბოლო მეოთხედში სერბეთმა თამაში გამოასწორა და პარკეტზე სიტუაცია კვლავ დაიძაბა, მათი სტყორცნები ზუსტი იყო და მატჩის დარსულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დიდი ჩამორჩენა 3 ქუალამდე დაიყვანეს, თუმცა აქ უკვე თავი გერმანიის ნაკრების გამოკვეთილმა ლიდერმა დენის შროდერმა გამოიჩინა და გუნდს გადამწყვეტი და საჩემპიონო ქულები მოუტანა.გერმანელთა შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო დენის შრიოდერი. მან 17 დან 9 ზუსტი ტყორცნა და 10 დან 8 საჯარიმო გამოიყენა. 19 ქულით დაეხმარა საკუთარ ნაკრებს ფრანც ვაგნერი, ხოლო 12 ქულა ჰქონდა იოანეს ვოიტმანს. სერბეთის რიგებში 21 ქულა დააგროვა ალექსა ავრამოვიჩმა, ხოლო 17 – ბოგდან ბოგდანოვიჩმა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეორე ტაიმში ვერცერთი ქულა მოუტანა თავის გუნდს.
გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა, გუნდმა 8 დან 8 მატჩი მოიგო.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გერმანელი ფრანც ვაგნერი გახდა, ხოლო ტურნირის უძვირფასეს კალათბურთელად (MVP) დენის შრიოდერი დაასახელეს.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი კანადის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აშშ 127:118 დაამარცხა.