არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით,უნდა გასაჯაროვდეს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მესამე სექტორი აღნიშნავს, რომ კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს.