მმართველი პარტიის წევრები დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს თანხებით ჩარტერული რეისით ამერიკაში იმოგზაურა. მათი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის კომერციული მიზნით შესრულებული რეისი არა სახელმწიფოს თანხებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსდა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის შესაძლებლობას - ოცნების აზრით, ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ოპოზიციას რეალური რესურსი არ გააჩნია.