პარტია ლელო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, დასტურია, რომ პრემიერმა დანაშაული ჩაიდინა. ოპოზიცია საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმით დაინტერესებას და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მედიით გავრცელებული ფაქტები აჩენს დასაბუთებულ ეჭვს რომ პრემიერი კორუფციაშია ჩართული.