ამ წუთებში გურიაში, სტიქიის ზონაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღსადგენად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული. შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში სტიქიის გამო სამი ადამიანი არის დაღუპული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქე არის გადაყვანილი