ჟოზეფ ბორელის მკაფიო გზავნილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ქვეყანას ევროპული ინტეგრაცია სურს, მაშინ რეკომენდაციებზე მუშაობა ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ბორელმა არც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოიწონა და მკაფიოდ განმარტა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერი რჩება. იძლევა თუ არა ბორელის გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს პოლიტიკური სპექტრის შეფასებებით ეთერში მერაბ პაპაშვილი გვიერთდება.