1. უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთის მიერ დაწყებულ არაპროვოცირებულ ომთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთბს. ოლექსი რეზნიკოვი ხაზს უსვამს, რომ ახლა მსოფლიოს მთავარი მიზანი, რუსეთის შეჩერება უნდა იყოს. საკითხი კი- შეძლებს თუ არა ცივილიზებული სამყარო მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას, სწორედ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება, კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპაში ახალი დიდი ომიც გამოიწვიოს. მანვე რუსეთის დაუსჯელობის შედეგების მაგალითებზეც ისაუბრა, მათ შორის 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია გაიხსენა.