აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთმა სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი მობილიზება დაიწყო. სამხედრო მობილიზებასა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდაზე საუბრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.