ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. ბორელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტს ფარგლებში იმყოფება. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს. ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.