შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დინამიკაზე, მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.