საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ის ვიზიტებს კვლავ გააგრძელებს რადგან ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. პრეზიდენტის ეს განცხადება პოლიტიკურ სივრცეში განხილვის თემა გახდა. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის გზავნილებს დადებუთად აფასებენ და მმართველ გუნდს იმპიჩმენტის პროცედურის გამო აკრიტიკებენ.