პრემიერთან შეხვედრამდე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საკნონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,საუბარი შეეხო რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, ქართული მხრიდან კი წამოყენებული იქნა საკითხი, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემთხვევაში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ.