რუსულმა ძალებმა სუმსა და ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია ორსართულიანი სახლი. გარდა ამისა, 20-ზე მეტი საცხოვრებელი და 8 ავტომობილი დაზიანდა, დიდ ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა. ოკუპანტებმა ქალაქ ოდესასაც დაარტყეს და ქალაქი შაჰედის ტიპის დრონებით დაბომბეს. 20-დან 16 დრონი უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გენშტაბის ცნობით, გუშინ ფრონტის ხაზზე 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა უკრაინის მისამართით 7 სარაკეტო და 74 საჰაერო იერიში მიიტანა, ხოლო ზალპური სისტემებიდან 46-ჯერ გაისროლა. უწყების ცნობით, ბახმუტსა და მელიტოპოლში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე დიდია მტრის დანაკარგიც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბახმუტთან და რობოტინოსთან ახლოს, ოკუპანტები დაკავებული პოზიციებიდან განდევნა და მიღწეულ საზღვრებზე გამაგრდა.