შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.