რეფორმების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ჯოზეფ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.