სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დანერგვას იწყებს
აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამ მედიკამენტის მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა.
2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება. მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში წარიმართება.