ნინო ლომჯარიამ ახალი პლატფორმა, "საქართველოს ევროპული ორბიტა" წარადგინა, რასაც ცნობილი მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები დაესწრნენ.
ყოფილი სახალხო დამცველის ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, აბსოლუტურად ყველა, გარდა მოქმედი პოლიტიკოსებისა. ლომჯარია მეორე დღეა ამტკიცებს, რომ ის მზადაა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა არ სურს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან იყოს აფილირებული.
ახალი ორგანიზაციის დაფინანსებაზე საუბრისას, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ აქტივობის განსახორციელებლად მან მიიღო ღია მხარდაჭერა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსგან".