საქართველოში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს იწყება. დაგეგმილია პირისპირ ფორმატის და ასევე გაფართოებული შეხვედრები. ბორელი ქვეყნის მეთაურთს, ისე პრეზიდენტს შეხვდება. გარდა ამისა, დღეს ბორელი პარლამენტის დეპუტატებსაც მოინახულებს. ამ წუთებში კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის პირველ დიპლომატს, ილია დარჩიაშვილს ხვდება. ილია დარჩიაშვილი ბორელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მასპინძლობს.